07 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
აფეთქება როსტოვში - სკოლის ტერიტორიაზე ხელნაკეთი მოწყობილობა მამაკაცს ხელში აუფეთქდა

როსტოვში აფეთქება მოხდა. 46 წლის მამაკაცმა ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლის მახლობლად საეჭვო ნივთი შენიშნა, რომელიც მას ხელში აუფეთქდა. შედეგად მამაკაცმა თითები დაკარგა და მუცლის არეში მიიღო დაზიანება, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ცნობით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი ფანარში იყო დამონტაჟებული. აფეთქების დროს სკოლის ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობდა. მომხდარის გამო სასწავლებელში ევაკუაციაც გამოცხადდა.

დღის ამბები