07 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
აშშ-მა ასადის რეჟიმზე პირდაპირი სამხედრო იერიში მიიტანა

ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმზე პირდაპირი სამხედრო იერიში მიიტანა. ამერიკამ ცოტა ხნის წინ 50-ზე მეტი შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა.

დარტყმები სირიაში, ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან განახორციელა.

პენტაგონი ოპერაციის ამსახველ პირველ კადრებს ავრცელებს. ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში, სავარაუდოდ, ქიმიური თავდასხმის ფაქტი დაფიქსირდა.

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

დაახლოებით ერთი საათის წინ პირველი განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, იერიში სწორედ იმ ბაზაზე განხორციელდა, საიდანაც ასადის რეჟიმმა ქიმიური თავდასხმა მოაწყო.

სირიის ტერიტორიაზე საჰაერო ოპერაცია 2014 წელს ბარაკ ობამამ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ამერიკული ავიაცია იერიშებს მხოლოდ ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ობიექტებზე ახორციელებდა.

დღის ამბები