07 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
სირიის მოვლენები - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

სირიის მოვლენების ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, რომელმაც, მისი თქმით, სირიაში ქიმიური იარაღი არ გაანადგურა.

რექს ტილერსონის შეფასებით, იერიში პროპორციული იყო და სამიზნეს ის სამხედრო ერთეული წარმოადგენდა, საიდანაც უკანასკნელი ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი 12 აპრილს მოსკოვში აპირებს ჩასვლას.

დონალდ ტრამპის სამხედრო იერიშებს მხარდამჭერი განცხადება მოჰყვა რესპუბლიკელი სენატორებისგან.

"დღევანდელი ხელშესახები ნაბიჯების შემდეგ, უნდა ვისწავლოთ გაკვეთილი, რომ ტაქტიკურ წარმატებას სტრატეგიულ პროგრესამდე მივყავართ," - წერენ ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი.

რესპუბლიკელი სენატორები ყურადღებას ამახვილებენ ასევე სირიის ოპოზიციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

დღის ამბები