07 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ბაშარ ალ-ასადს "სირიელი დიქტატორი" უწოდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებისას ფლორიდაში იმყოფებოდა.

ტრამპმა ასადს "სირიელი დიქტატორი" უწოდა და განკარგულება გასცა სირიის იმ სამხედრო საჰაერო ბაზის წინააღმდეგ დარტყმაზე, საიდანაც ქიმიური იარაღით შეტევა განხორციელდა.

მომხდარის ფონზე სახელმწიფო მდივანი რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, რომელმაც, მისი თქმით, სირიაში ქიმიური იარაღი არ გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი 12 აპრილს მოსკოვში აპირებს ჩასვლას.

დონალდ ტრამპის სამხედრო იერიშებს მხარდამჭერი განცხადება მოჰყვა რესპუბლიკელი სენატორებისგან.

გადაწყვეტილება, როგორც ითქვა, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

დღის ამბები