07 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
სირიაში აშშ-ის იერიშებს მოსკოვი გაეროს წევრ ქვეყანაზე განხორციელებულ აგრესიად აფასებს

შეერთებული შტატების იერიშებს უკვე გამოეხმაურა სირიის ხელისუფლების წარმომადგენელი. ჰომსის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, იერიშები ხელს ვერ შეუშლის სირიის ხელისუფლებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

იერიშებს გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვიც. დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ ოზეროვმა, ეს ფაქტი გაეროს წევრ ქვეყანაზე განხორციელებულ აგრესიად შეაფასა.

ამ საკითხზე რუსეთმა შესაძლოა, უშიშროების საბჭოს შეკრებაც მოითხოვოს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. ის იმედოვნებს, რომ ამ ფაქტს რეზონანსი მოჰყვება არამხოლოდ დამასკოში, არამედ ჩრდილოეთ კორეაშიც. გარდა ამისა, ვრცელდება ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაც იმის შესახებ, რომ ვაშინგტონმა ისინი სავარაუდო იერიშის თაობაზე მანამდე გააფრთხილა.

დღის ამბები