07 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
აშშ-ში ჩინეთის პრეზიდენტი ჩავიდა

შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინ პინი, ჩავიდა. დონალდ ტრამპმა მას ფლორიდაში, პალმ ბიჩზე მდებარე რეზიდენციაში უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა კამერების წინ მეუღლეებთან ერთადაც იპოზიორეს.

დღეისთვის მათი შეხვედრის მთავარი და პოლიტიკური ნაწილია დაგეგმილი. საუბრის ძირითადი თემა სავაჭრო ურთიერთობები და ჩრდილოეთ კორეის საკითხი იქნება.

ჩინეთის პრეზიდენტთან პირველ პირისპირ შეხვედრას ტრამპი დადებითად აფასებს.

დღის ამბები