07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ვენესუელაში პრეზიდენტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა ვენესუელაში პრეზიდენტ მადუროს საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია.

აქციის მონაწილეები ქვეყნის პირველ პირს დიქტატურაში სდებენ ბრალს. აქციები უზენაესი სასამართლოს მიერ კონგრესის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო.

დემონსტრანტებმა კარაკასში ბარიკადები აღმართეს და სამართალდამცველებს ხელნაკეთი ბომბები და ქვები დაუშინეს. მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დღის ამბები