09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
ხორვატიის პირველი პრეზიდენტი ქალი

ხორვატიის ისტორიაში პირველად ქვეყნის პრეზიდენტი ქალი გახდა. არჩევნების მეორე ტურში ხმათა 50,5 პროცენტით გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა მოიპოვა.

მოქმედმა პრეზიდენტმა ივო იოსიპოვიჩმა უკვე აღიარა დამარცხება.

ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია ზაგრებში, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი 2011 წლიდან დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეა.

დღის ამბები