07 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა სირიაში განვითარებულ მოვლენებზე

ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გამო, იდლიბის რეგიონში განხორციელებულ ქიმიურ შეტევაზე პასუხისმგებლობას დასავლეთი რუსეთსაც აკისრებს.

განცხადებები ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაკეთდა, რომელიც სირიის ავიაბაზაზე შეერთებული შტატების სარაკეტო იერიშის შემდეგ, ბოლივიის ინიციატივით, მოიწვიეს.

შეხვედრა ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლებმა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას "უკანონო" უწოდა და განაცხადა, რომ "ამერიკის ქმედებები მხოლოდ ტერორისტებს აძლიერებს".

დღის ამბები