07 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ჩინეთის პრეზიდენტმა ტრამპი ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია

დონალდ ტრამპმა ჩინელი კოლეგისგან ქვეყანაში ვიზიტის თაობაზე მიწვევა მიიღო.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ფლორიდაში მასპინძლობს.

შეხვედრის დროს დონალდ ტრამპი და სი ძინპინი ჩრდილო კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ ოფიციალურ პეკინი შეძლებს საკუთარი გავლენის გამოყენებას და ფხენიანის დარწმუნებას, რომ ბირთვული პროგრამა არ განავითაროს.

ლიდერები ორ ქვეყანას შორის დიალოგის ახალ ფორმატსა და ვაჭრობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

დღის ამბები