07 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ეტამ განიარაღების პროცესი დაიწყო

ბასკების სეპარატისტულმა დაჯგფებამ განიარაღების პროცესი დაიწყო. ამის დასტურად ეტა-ს ლიდერებმა საფრანგეთის პოლიციას ქვეყნის სამხრეთში მდებარე იარაღის საიდუმლო საწყობების შესახებ ინფრომაცია მიაწოდეს.

ეტა-ს ლიდერები პირობას დებენ, რომ საბრძოლო საშუალებებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მარაგს სრულად გადასცემენ სამართალდამცველებს და ბასკეთის დამოუკიდებლობისთვის იარაღის გარეშე გააგრძელებენ ბრძოლას.

განიარაღების ოფიციალური ცერემონია საფრანგეთის ქალაქ ბაიონაში დღის მეორე ნახევარში გაიმართება.

ეტა 1959 წელს შეიქმნა და ნახევარი საუკუნის განმავლობაში ბასკებით დასახლებული საფრანგეთისა და ესპანეთის ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის დაჯგუფება მასშტაბურ ტერაქტებს აწობდა. ოფიციალური მონაცემებით, შეიარარებული კონფლიქტის შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები