07 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
სტოკჰოლმის პოლიციამ სატვირთო მანქანაში, რომლითაც ტერორისტმა ხალხს გადაუარა, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა

სტოკჰოლმის პოლიციამ სატვირთო მანქანაში, რომლითაც ტერორისტმა ხალხს გადაუარა, ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.

ინფრომაციას ადგილობრივი ტელევიზია ძალოვანებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ტერაქტის შემსრულებელი - მანქანის მძღოლი, დაკავებულია. სწორედ ის არის ასახული უსაფრთხოების კამერებთ გადაღებულ ფოტოზე.

ეჭვმიტანილის ვინაობას გამოძიება არ ასახელებს, თუმცა მედია წერს, რომ თავდამსხმელი წარმოშობოთ უზბეკი, 39 წლის მამაკაცია, რომელიც სოციალურ ქსელებში ისლამური სახლემწიფოს ვიდეორგოლებს ავრცელებდა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, მან დანაშაული უკვე აღიარა.

ტერაქტთან კავშირში პოლიციას კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული.

ბოლო მონაცემებით, სტოკჰოლმის ტერაქტის შედეგად 4 ადამიანი დაღუპა, 15 კი - დაშვდა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები