07 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
შეერთებულმა შტატებმა კორეის სანაპიროსკენ სამხედრო ხომალდების ჯგუფი გაგზავნა

შეერთებულმა შტატებმა კორეის სანაპიროსკენ სამხედრო ხომალდების ჯგუფი გაგზავნა. გემები ატომურ ავიამზიდ კარლ უინსონის ხელძღვანელობით წყნარი ოკეანის დასავლეთ მიმართულებით სინგაპურიდან დაიძრა. ფლოტის შემადგენლობაში ორი კრეისერი და მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ორი გამანადგურებელიც შედის. შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურობის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა თავისი უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი სარაკეტო პროგრამით რეგიონში ნომერ პირველ საფრთხედ რჩება, ამიტომ მზადყოფნაში უნდა იყვნენ. ბოლო ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ზღის მიმართულებით ფხენიანმა 5 აპრილს გაუშვა.

დღის ამბები