07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
სირიის აეროდრომზე განხორციელებული სარაკეტო იერიში -  რექს ტილერსონი სერგეი ლავროვს ესაუბარა

მოსკოვში ვიზიტამდე სირიის აეროდრომზე განხორციელებული სარაკეტო იერიში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა. რექს ტილერსონმა სერგეი ლავროვს იერიშის მიზეზები განუმარტა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, შეტევა ქვეყანაზე, რომლის ხელისუფლებაც ტერორიზმს ებრძვის, მხოლოდ ექსტრემისტებს უწყობს ხელს და რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას დამატებით საფრთხეს უქმნის.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მტკიცებით კი, ვაშინგტონის პრიორიტეტი სირიაში კვლავ ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა რჩება.

ვაშინგტონმა სირიის სამხედრო ობიექტები იდლიბის პროვინციაში განხორციელებული ქიმიური შეტევის საპასუხოდ დაბომბა. იერიშები ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება. დამასკოს მახლობლად მდებარე დასახლების დაბომბვას გუშინ ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა.

დღის ამბები