07 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სირიაში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი სირიაში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ამის შესახებ რექს ტილერსონმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა სირიაში ქიმიური იარაღის აღმოჩენასა და განადგურების პროცესის კონტროლზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. აქედან გამომდინარე, ქიმიურ თავდასხმებზე ბრალი სწორედ რუსეთს მიუძღვის.

რექს ტილერსონის განცხადებით, რუსეთმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო.

დღის ამბები