07 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ოსლოში ტერაქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით 17 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ოსლოში ტერაქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით 17 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიმართ სიმპატიას გამოხატავდა.

სამართალდამცველებმა მოზარდი მას შემდეგ დააკავეს, რაც ოსლოს ცენტრში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩიეს. ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდება. 

დღის ამბები