07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
იტალიაში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან

იტალიაში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. მონაწილეები სირიის კრიზისსა და რუსეთზე ზეწოლის შესახებ იმსჯელებენ. დიდი ბრიტანეთი მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთმა ვერ შეასრულა შეთანხმება, რომელიც ბაშარ ალ ასადის რეჟიმის ქიმიური არსენალის განადგურებას ითვალისწინებდა. ანალოგიურ ბრალდებას რუსეთს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც უყენებს, რომელიც დიდი შვიდეულის შეხვედრის შემდეგ მოსკოვში მიემგზავრება.

რექს ტილერსონი მოლაპარაკებებს თავის რუს კოლეგასთან გამართავს. მისი განცხადებით, სწორედ მოსკოვის მარცხმა განაპირობა სირიაში ქიმიური შეტევის განმეორება, რასაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

„რუსეთი უკვე დიდი ხანია მფარველობს ასადის რეჟიმის ქმედებებს. ის განმარტებები ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით, რაც რუსულმა მხარემ წარადგინა, უბრალოდ არ არის დამაჯერებელი. ვფიქრობ, რუსები კარგად უნდა დაფიქრდნენ იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მათ აიღეს, როდესაც სირიაში ქიმიური იარაღის ამოღებისა და განადგურების გარანტორებად გამოვიდნენ. სირიის მთავრობამ მიიღო გზავნილი, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო შეთანხმებების და გაეროს რეზოლუციების მსგავს დარღვევას აღარ მოითმენს,“ - განაცხადა რექს ტილერსონმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები