08 მაისი 2024,   11:29
ვრცლად
ექსპერტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ

ექსპერტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს თბილისში საქართველოს ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია, ოკუპაციის საკითხის ფართო დონეზე განხილვის მომხრეა.

„იმისთვის, რომ საქართველოს პრობლემები უფრო ფართო კალიბრის საკითხი იყოს და არ იყოს დავიწროებული ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ არელაზე, საჭიროა, რომ ეს პრობლემები მიებას უფრო ფართო, თავისი ზომით, გეოპოლიტიკური, გეოგრაფიული მნიშვნელობით უფრო დიდ პრობლემებს, რომელსაც ზუსტად იგივე ანატომია აქვს. ამ შემთხვევაში, უკრაინას ვგულისხმობ და ზოგადად რუსეთის აგრესიულ რევანშიზმს,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გამოსავალს რელევანტურ სამოქმედო გეგმაში ხედავს.   

„მე მიმაჩნია, რომ ბოლომდე ეფექტურად არც სტრატეგია არსებობს და საბოლოო ჯამში, არც ის ეფექტური და რელევანტური ნაბიჯები, რამაც უნდა მიგვიყვანოს ამ რეგიონების არანექსიამდე რუსეთის მიერ,“ - აცხადებს პაატა გაფრინდაშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები