07 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
კალიფორნიაში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი დაიღუპა კალიფორნიაში, დაწყებით სკოლაში, საკლასო ოთახში მომხდარი სროლის შედეგად. დაშავებულია 2 მოსწავლე.

სან ბერნანდინოს პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა სკოლაში, სადაც მისი ცოლი ასწავლიდა. მან მოკლა ცოლი, 2 მოსწავლე და თავი მოიკლა.

თავდამსხმელი 53 წლის კედრიკ ანდერსონია, რომელიც წარსულში იარაღის უკანონოდ ტარებისა და ოჯახში ძალადობის გამო ნასამართლევი იყო.

დღის ამბები