07 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მეშვიდე წლისთავი - სამთავრობო კომისიის ახალი გამოძიების წინასწარი დასკვნა

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მეშვიდე წლისთავზე პოლონეთის სამთავრობო კომისიამ ახალი გამოძიების წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სავარაუდოდ ბორტზე აფეთქება მოხდა, რის გამოც ლაინერი ჰაერშივე ნაწილებად დაიშალა.

გარდა ამისა, პოლონური მხარე რუს დისპეჩერებსაც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ პილოტები განზრახ შეიყვანეს შეცდომაში და დაშვების კოორდინატები არასწორად მიუთითეს.

ახალი საგამოძიებო დასკვნა პოლონეთის მმართველი პარტიის ინიციატივით მომზადდა.

წინა მთავრობის მიერ ჩატარებული გამოძიება კი, ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზად პოლონელი პილოტებისა და რუსი დისპეტჩერების შეცდომას ასახელებდა.

ამ კატასტროფას 7 წლის წინ 96 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყო ლეხ კაჩინსკიც და მისი მეუღლეც.

დღის ამბები