07 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
დიდი შვიდეულის ლიდერები მეორე დღეა სირიის კრიზისს განიხილავენ

იტალიის ქალაქ ლუკაში დიდი შვიდეულის ლიდერები მეორე დღეა სირიის კრიზისს განიხილავენ. დღევანდელ შეხვედრას ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ლიდერებიც შეუერთდნენ. მონაწილეები სირიის რეჟიმის იზოლაციაში მოქცევის გზებზე მსჯელობენ.

პარალელურად, დასავლეთი ცდილობს რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს ბაშარ ალ ასადის მხარდაჭერის შესაჩერებლად.

დონალდ ტრამპი ტელეფონით ელაპარაკა ბრიტანეთის პრემიერსა და გერმანიის კანცლერს. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ასადის მხარდაჭერა რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში აღარ უნდა შედიოდეს და იდლიბის ქიმიურ შეტევაზე სირიის პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს.

ამავე გზავნილით მოსკოვში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩადის.

დღის ამბები