07 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
სტოკჰოლმში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დანაშაულს აღიარებს

სტოკჰოლმში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დანაშაულს აღიარებს. უზბეკი ეროვნების რახმათ ალიკოვის პროცესი დღეს დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მისი ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულმა აღიარა რომ სატვირთო მანქანით მან ხალხს განზრახ გადაუარა.

ამ თავდასხმას გასულ კვირას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. ალიკოვი ტერაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

შვედეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილი ტერორისტული ორგანიზაციების, მათ შორის ISIS-ის იდეოლოგიას იზიარებდა, თუმცა მისი მხრიდან რეალურ საფრთხეს არ ელოდნენ.

დღის ამბები