07 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
დიდი შვიდეული რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდა

დიდი შვიდეული რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდა. შეზღუდვების შემოღების ინიციატივით დიდი ბრიტანეთი გამოვიდა და მიზეზად სირიის ქალაქ იდლიბში მომხდარი ქიმიური შეტევა დაასახელა. სანქციების დაწესების საკითხს ლიდერები ამ თავდასხმის გამოძიების დასრულების შემდეგ დაუბრუნდებიან.

მონაწილეებმა შეთნხმებას მეორე მნიშვნელოვან საკითხზე მიაღწიეს. მათი შეფასებით, სირიის კონფლიქტი ვერ მოგვარდება თუ ხელისუფლებაში ისევ ბაშარ ალ ასადი იქნება.

სწორედ ამ გზავნილით მოსკოვში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩადის. რექს ტილერსონი თავის რუს კოლეგას შეხვდება, თუმცა არ არის გამორიცხული მასთან მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინმაც გამართოს. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი თავად ტილერსონმა განაცხადა.

ამავე თემაზე
დღის ამბები