07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ბრიტანეთში ექიმებს უფლება ექნებათ, იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვები აპარატიდან მშობლების თანხმობის გარეშეც მოხსნან

დიდ ბრიტანეთში ექიმებს უფლება ექნებათ, იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვები, მათი მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, აპარატიდან მოხსნან.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო.

Great Ormond Street-ის საავადმყოფოს სპეციალისტი აცხადებს, რომ პაციენტ ჩარლი გარდს ტვინის შეუქცევადი დაზიანება აღენიშნება და მას პალიატიური ზრუნვის პროგრამაში ჩართვა სჭირდება.

ჩარლი გარდი 7 თვის ბავშვია, რომელიც უკვე ბევრმა ადამიანმა გაიცნო. ჩარლის გარდა, ამ დაავადების დიაგნოზი (mitochondrial DNA depletion syndrome ) მსოფლიოში მხოლოდ 15 ადამიანს დაუსვეს. მისმა მშობლებმა შვილის გადასარჩენად უკვე 1.3 მილიონი ფუნტი დახარჯეს. 

 

დღის ამბები