07 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი სირიის რეჟიმის მიმართ დასავლეთის ბრალდებებს პასუხობს

ვლადიმერ პუტინი სირიის რეჟიმის მიმართ დასავლეთის ბრალდებებს პასუხობს.

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დღევანდელი ვითარება მას 2003 წელს ახსენებს, როდესაც ერაყში სამხედრო კამპანია ქიმიური იარაღის არარსებობის გამო დაიწყო. მისივე თქმით, სწორედ ამან გამოიწვია ტერორიზმის ზრდა და დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს გამოჩენა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას ტერორისტები სირიის სხვა ქალაქებშიც გეგმავენ.

"ეს საკითხი გვახსენებს 2003 წელს, როდესაც ამერიკის წარმომადგენლებმა გაეროს უშიშროების საბჭოს აჩვენეს თითქოსდა ერაყში აღმოჩენილი ქიმიური იარაღი. ამის შემდეგ დაიწყო სამხედრო კამპანია, რაც დამთავრდა ამ ქვეყნის დანგრევით, ტერორისტული საფრთხის ზრდით და საერთაშორისო არენაზე ისლამური სახელმწიფოს გამოჩენით. იგივე ხდება ახლაც. მახსენდება შესანიშნავი მწერილის სიტყვები - "მოსაწყენია, გოგოებო". ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ დაიკავა ტრამპის საწინააღმდეგო პოზიცია საარჩევნო კამპანიის დროს, ახლა კი ძალიან კარგი პლატფორმა შეიქმნა კონსოლიდაციისთვის. სირია, რუსეთი ჰყავთ ერთი საერთო მტერი. შესანიშნავია, მზად ვართ, მოვითმინოთ," - ამბობს ვლადიმერ პუტინი.  

დღის ამბები