07 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ხვალ სერგეი ლავროვს შეხვდება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკვე მოსკოვშია. რექს ტილერსონი ხვალ თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს, შეხვდება და შეეცდება, ასადის რეჟიმის მხარდაჭერის შეწყვეტაში დაარწმუნოს.

ვიზიტის დღის წესრიგში ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ დგას, თუმცა არ არის გამორიცხული, რუსეთის ლიდერთან შეხვედრა მაინც გაიმართოს.

რექს ტილერსონი მოსკოვში იტალიიდან გაემგზავრა, სადაც დიდი შვიდეულის შეხვედრას დაესწრო. ჯგუფის წევრები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა საერთო პოზიცია შეაჯერეს მეორე მთავარ საკითხზე. მათ შეფასებით, სირიის კონფლიქტი ვერ მოგვარება, თუ ბაშარ ალ-ასადი ხელისუფლებაში დარჩება.

დღის ამბები