07 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფა - ახალ საგამოძიებო მასალებს კრემლი გამოეხმაურა

ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შესახებ პოლონეთის სამთავრობო კომისიის მიერ მომზადებულ ახალ საგამოძიებო მასალებს კრემლი გამოეხმაურა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, მოსკოვისთვის უცნობია, რის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა ბორტზე მომხდარი სავარაუდო აფეთქებისა და რუსი დისპეჩერების ბრალეულობის შესახებ.

დოკუმენტი პოლონეთის სამთავრობო კომისიამ ავიაკატასტროფის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით გაასაჯაროვა. მასში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის გამოც ლაინერი ჰაერშივე ნაწილებად დაიშალა. ამ კატასტროფას 7 წლის წინ 96 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყო ლეხ კაჩინსკიც და მისი მეუღლე.

დღის ამბები