07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სირიაში ვითარების გადაწყვეტის ერთადერთი წინაპირობაა-იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სირიაში არსებული ვითარების პოლიტიკური გზით გადაწყვეტის ერთადერთი წინაპირობაა-ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი შვიდეულის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ანჯელინო ალფანოს აზრით, ვიდრე სირიაში საომარი მოქმედებებია, საერთაშორისო საზოგადოება ვერ შეძლებს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობას.

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სირიაში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურ დამასკოს ეკისრება.

მინისტრების აზრით, რუსულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაში, მნიშვნელოვან როლის თამაში შეუძლია.

დღის ამბები