07 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
დონალდ ტრამპი სირიის რეჟიმის მხარდაჭერისთვის რუსეთს აკრიტიკებს

დონალდ ტრამპმა სირიის რეჟიმის მხარდაჭერისთვის რუსეთი გააკრიტიკა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Fox Business-თვის  მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს ძალიან ცუდ ადამიანს, რაც ძალიან ცუდია რუსეთისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს სირიაში ძალების შეყვანას. ამ ინტერვიუმდე კი ტრამპსა და ჩინეთის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პრეზიდენტებმა მეორე გლობალური პრობლემა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხე განიხილეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის კოლეგას მოუწოდა დაუმორჩილებელი მეზობლის შესაკავებლად ზომები მიიღოს.

მან ტვიტერის სოციალურ ქსელშიც დაწერა, რომ თუ ჩინეთი ამერიკას არ დაეხმარება, ვაშინგტონი ფხენიანის პრობლემას მარტო მოაგვარებს.

დღის ამბები