07 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა

თითქმის 2 საათს გაგრძელდა აშშ-ს სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონის შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს ამ შეხვედრის შემდეგ განცხადებები არ გაუკეთებია. ვიზიტის შემაჯამებელი ბრიფინგი ტილერსონმა თავის რუს კოლეგასთან გამართა, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები მთელ რიგ საკითხებში ურთიერთსაპირისპირო პოზიციაზე რჩებიან.

ვიზიტის მთავარი თემა სირიის კრიზისი იყო. რექს ტილერსონის თქმით, ასადის რეჟიმი სირიაში უნდა დასრულდეს, რადგან მან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სერგეი ლავროვი კი ამ ბრალდებას არ იზიარებს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.

მოსკოვი ამერიკის იერიშს სირიის სამხედრო ბაზაზე უკანონოს უწოდებს. რექს ტილერსონმა თავისი რუსი კოლეგის თანდასწრებით არც ის გამორიცხა რომ მოსკოვის მისამართით შესაძლოა სანქციები გაიზარდოს, თუ დადასტურდა რომ რუსეთი მართლაც ჩაერია ამერიკის არჩევნებში.

დღის ამბები