07 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ვლადმერ პუტინი ასადის რეჟიმს იცავს

ვლადმერ პუტინი ასადის რეჟიმს იცავს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტამდე ჩაწერილ, ტელეკომპანია მირ-ის სატელევიზიო ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ სირია ვალდებულებებს ასრულებს და მან გაანადგურა ქიმიური იარაღის მარაგი. მისი თქმით, ბრალდება იმის შესახებ, რომ სირიის არმიამ ქიმიური იერიში განახორციელა, ასადის მტრების მიერ გამოგონილი ფაბრიკაციაა.

"ყველამ იცის, რომ შეერთებული შტატებისა და ჩვენი საკუთარი ინიციატივით ჩავატარეთ დიდი სამუშაო იმ ქიმიური იარაღის ლიკვიდაციის მიზნით, რომელსაც სირიის მთავრობა ფლობდა. მათ ყველაფერი შეასრულეს. ეს გაერომაც დაადასტურა რამდენადაც ვიცი. ასე რომ, თუ რაიმე ეჭვები ისევ დარჩა, შესაძლებელია ინსპექტირება,"-აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

დღის ამბები