07 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
აშშ-ს დაზვერვის სამსახურმა, სირიელი სამხედროებისა და ქიმიური იარაღის ექსპერტების საუბრის ჩანაწერები მოიპოვა

შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურმა სირიელი სამხედროებისა და ქიმიური იარაღის ექსპერტების საუბრის ჩანაწერები მოიპოვა. ინფორმაციას სპეცსამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერში იდლიბში განხორციელებული ქიმიური შეტევის მომზადებაზეა საუბარი.

წყაროს ინფორმაციით, იერიშის დაგეგმვის შესახებ ვაშინგტონში არ იცოდნენ, სპეციალისტებმა დაზვერვის სამსახურის მიერ მოპოვებული ყველა მასალა შეტევიდან რამდენიმე საათში შეისწავლეს და დარწმუნდნენ, რომ ქიმიური იარაღი სირიის ჩრდილოეთ რეგიონში ნამდვილად სამთავრობო ძალებმა გამოიყენეს.

შეტევას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 33 ბავშვი.

დღის ამბები