07 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილება ბესლანის ტრაგედიაზე - რუსეთის ხელისუფლებისთვის თავდასხმის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ ბესლანის ტერაქტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რომ თავდასხმა მზადდებოდა, თუმცა მის აღსაკვეთად ზომები არ მიუღია. სტრასბურგის სასამართლომ მთავრობას დაზარალებულებისთვის 3 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდაც დააკისრა.

სარჩელი ევროპულ სასამართლოში ყოფილმა მძევლებმა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა შეიტანეს და სასამართლომ ყველა პუნქტი დაუკმაყოფილა.

ტერაქტი ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში 2004 წლის სექტემბერში მოხდა. ტერორისტები სკოლის შენობაში შეიჭრნენ და 1000 ადამიანი მძევლად აიყვანეს. მესამე დღეს ხელისუფლებამ სპეცოპერაცია ჩაატარა. 330 გარდაცვლილიდან უმეტესობა სწორედ შტურმის დროს დაიღუპა.

დღის ამბები