07 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ცენტრალური საგამოძიებო სააგენტოს ხელმძღვანელმა WikiLeaks-ს მტრულად განწყობილი დაზვერვის სამსახური უწოდა

ცენტრალური საგამოძიებო სააგენტოს ხელმძღვანელმა ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას ვებ გვერდ WikiLeaks-ს მტრულად განწყობილი დაზვერვის სამსახური უწოდა, რომელსაც ხშირად რუსეთი აქეზებს.

მაიკ პომპეოს თქმით, საიტი მოქმედებს და საუბრობს ისე, როგორც სადაზვერვო სამსახური.

სწორედ WikiLeaks-მა გამოააშკარავა ბოლო წლების განმავლობაში შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან დაკავშირებით არა ერთი სკანდალი, მათ შორის ჰილარი კლინტონის იმეილები.

დღის ამბები