07 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
პოლონეთში ნატოს კონტიგენტის მორიგი შენაერთი ჩავიდა

პოლონეთში ნატოს კონტიგენტის მორიგი შენაერთი ჩავიდა. 1100 ჯარისკაცი კალინინგრადიდან 57 კილომეტრის დაშორებით მდებარე პოლონურ ბაზაზე განალაგდება. კონტიგენტს შორის ყველაზე მეტი - 900 ამერიკელი სამხედროა, მათ გარდა ბაზაზე იმუშავებს 150 ბრიტანელი და 120 რუმინელი სამხედროც.

კონტიგენტის დახვედრის ცერემონიას ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალი გენერალი სკაპაროტი დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ კონტიგენტის განთავსება ნატოს ერთიანობის მკაფიო გზავნილია ნებისმიერი პოტენციური აგრესორისთვის.

დღის ამბები