07 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
"ვარსკვლავური ომების" ახალი ეპიზოდი კინოთეატრებში 15 დეკემბერს გამოვა

ვარსკვლავური ომების ახალი ეპიზოდის ტრეილერი ინტერნეტით გავრცელდა. უკანასკნელი ჯედი, - ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომელშიც კერი ფიშერიც თამაშობს.

მსახიობი დეკემბერში გარდაიცვალა, თუმცა მისი მონაწილეობით სცენები მანამდე იყო გადაღებული. მე-9 ფილმის ტრეილერი პირველად ფლორიდაში, ქალაქ ორლანოში, აჩვენეს, სადაც ვარსკვლავური ომებისადმი მიძღვნილი დღესასწაული იმართებოდა.

ამის შემდეგ კი ვიდეომ რამდენიმე წუთში ინტერნეტში ათასობით ნახვა დააგროვა. კინომოყვარულებს უკვე წარუდგინეს ფილმის პოსტერიც. უკანასკნელი ჯედი კინოეკრანებზე 15 დეკემბერს გამოვა.

დღის ამბები