07 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდა - თურქეთში ისტორიული რეფერენდუმი მიმდინარეობს

თურქეთში ისტორიული რეფერენდუმი მიმდინარეობს. 55 მილიონი ამომრჩეველი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხს წყვეტს. რეფორმა პრეზიდენტის უფლებამოსილების მნიშვნელოვნად გაზრდას ითვალისწინებს და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს საშუალებას აძლევს, ხელისუფლების სათავეში 2029 წლამდე დარჩეს.

საკონსტიტუციო ცვლილება საერთო ჯამში 18 შესწორებას გულისხმობს, მათ შორის მმართველობის საპარლამენტოდან საპრეზიდენტო ფორმაზე გადასვლას. რეფერენდუმზე გატანილი საკითხის მხარდაჭერის შემთხვევაში თურქეთში პრემიერ-მინისტრის პოსტიც გაუქმდება. რეფერენდუმის წინასწარი შედეგები დღეს საღამოსვე გახდება ცნობილი.

დღის ამბები