07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
სირიაში ევაკუირებულთა კოლონაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა

სირიაში ევაკუირებულთა კოლონაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 130-ს აჭარბებს.

აფეთქება ალეპოს მახლობლად ავტობუსების კოლონასთან მოხდა, რომელსაც იდლიბის პროვინციიდან ევაკუირებული ადამიანები გადაჰყავდა.

გავრცელებული ცნობით, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. შედეგად ავტობუსების ნაწილი მთლიანად დაიწვა, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

ირანისა და კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, ალყაში მოქცეული ქალაქებიდან საერთო ჯამში 30 ათასამდე ადამიანი უნდა გაიყვანონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები