07 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
იტალიაში მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა. ემა მორანო 117 წლის ასაკში საკუთარ სახლში დაიღუპა. ის ოფიციალურად იყო აღიარებული, როგორც უკანასკნელი ადამიანი, რომელიც ათას 900 წლამდე დაიბადა და ამ დრომდე ცოცხალი იყო. ემა მორანო იტალიაში 1899 წლის 29 ნოემბერს დაიბადა. სიცოცხლის ხანგრძლივობას ქალბატონი გენეტიკასა და დიეტას უკავშირებდა. ის ყოველდღიურად სამ კვერცხს ჭამდა, რომელთაგანაც ორი უმი იყო.

ემა მორანო სიცოცხლის განმავლობაში იტალიის 90-ზე მეტ ხელისუფლებას მოესწრო. მას ერთადერთი შვილი ჰყავდა, რომელიც 6 თვის ასაკში დაეღუპა.

დღის ამბები