07 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
შეტაკებები ამერიკაში - აქციის მონაწილეები ტრამპის საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნებას ითხოვენ

ამერიკელები დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნებას ითხოვენ. მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ამ მოთხოვნით შეერთებული შტატების 150 ქალაქში გაიმართა.

დემონსტრანტები ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობასთან შეიკრიბნენ, კალიფორნიის ქალაქ ბერკლიში კი აქცია არეულობაში გადაიზარდა. ერთმანეთს დონალდ ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. შეტაკების დროს სამართალდამცველებმა 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. არიან დაშავებულებიც.

შეერთებულ შტატებში საგადასახადო დეკლარაციების გამოქვეყნების ვადა გუშინ ამოიწურა.

დღის ამბები