07 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
126 გარდაცვლილი, მათ შორის 68 ბავშვი - სირიაში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

სირიაში ევაკუაციის დროს განხორციელებული დაბომბვის შედეგად გარდაცვლილათა რიცხვი 126-მდე გაიზარდა, ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. დაღუპულებს შოპრის სულ მცირე 68 ბავშვია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია არცერთ დაჯგუფებას.

აფეთქება ალეპოს მახლობლად ავტობუსების კოლონასთან მოხდა, რომელსაც იდლიბის პროვინციიდან ევაკუირებული ადამიანები გადაჰყავდა.

გავრცელებული ცნობით, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. შედეგად ავტობუსების ნაწილი მთლიანად დაიწვა.

დღის ამბები