07 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
საფრანგეთში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა

პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა საპროტესტო აქცია საფრანგეთში. რამდენიმე ასეული ადამიანი პრეზიდენტობის კანდიდატ, ულტრა მემარჯვენე მარი ლეპენის საწინააღმდეგო აქციაზე გამოვიდა.

სამართალდამცველებმა მომიტინგეებს პარიზის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მათ ქვები ესროლეს.

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ერთ კვირაში გაიმართება.  

დღის ამბები