07 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
მკვლელობა პირდაპირ ეთერში - კლივლენდის პოლიცია მამაკაცს ეძებს

კლივლენდის პოლიცია მამაკაცს ეძებს, რომელმაც მკვლელობა პირდაპირ ეთერში, facebook-ის საშუალებით გადასცა. სამართალდამცველების განცხადებით, მან შემთხვევითი გამვლელი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა. დანაშაულში ეჭვმიტანილი აფრო ამერიკელი სტივ სტივენსია.

სტივენსის მტკიცებით, მას არა ერთ სხვა მკვლელობაშიც მიუძღვის ბრალი, თუმცა პოლიცია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

გამოძიებას ფედერალური საგამოძიები ბიუროც შეუერთდა. 



დღის ამბები