07 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის ქმედებების მოთმენის დრო უკვე დასრულდა - მაიკ პენსი

ჩრდილოეთ კორეის ქმედებების მოთმენის დრო უკვე დასრულდა - ეს განცხადება შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა გააკეთა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეაში იმყოფება. მაიკ პენსმა მოინახულა ე.წ. დემილიტარიზებული ზონა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვრის ფუნქციას ასრულებს.

მაიკ პენსის თქმით, ვაშინგტონი ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა. ვიცე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს და პრეზიდენტ ტრამპს კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების დაცვა მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით აქვს გადაწყვეტილი, თუმცა მოკავშირეების დასაცავად ზომების ყველა ვარიანტს განიხილავს.

დღის ამბები