07 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
დასავლეთი თურქეთის რეფერენდუმზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას ელოდება

დასავლეთი თურქეთის რეფერენდუმზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას ელოდება. წინასწარი შედეგების თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს, მხარი მოსახლეობის 51%-მა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 49%-მა მისცა.

ოფიციალურ ანკარას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ფრთხილი ნაბიჯების გადადგმას ურჩევს. ტორბიორნ იაგლანდი თურქეთის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა ქვეყანაში გარანტირებული უნდა იყოს.

ოფიციალური შედეგები 12 დღის განმავლობაში გამოცხადდება. თუმცა, წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისთანავე ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. პრეზიდენტის მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობდნენ, ოპოზიციის მომხრეები კი ქუჩაში გამოვიდნენ. მათი ლიდერები ბიულეტენების 60 პროცენტის ხელახლა გადათვლას მოითხოვდნენ, რადგან დიდი ნაწილი ბეჭდის გარეშე იყო.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე. 

ფოტო - reuters 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები