07 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
პეტერბურგის ტერქატისთვის დაკავებულ ეჭვმიტანილთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი

ცნობილი ხდება დეტალები სანქტ პეტერბურგის ტერქატის გამო დაკავებულ ბოლო ეჭვმიტანილთან დაკავშირებით. რუსეთის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, ბრალდებული 1990 წელს დაბადებული აბრორ აზიმოვია, წარმოშობით ცენტრალური აზიიდან.

აყვანის ოპერაციის ამსახველ კადრებს რუსული მედია ავრცელებს. აზიმოვი ეჭვმიტანილია ტერაქტის უშუალოდ განმახორციელებელი თვითმკვლელი ტერორისტის გაწვრთნასა და მომზადებაში.

დაკავებულს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში კითხავენ. ეს უკვე მეცხრე დაკავებაა, რომელიც 3 აპრილს მომხდარი თავდასხმის შემდეგ გამოძიებამ განახორციელა.

დღის ამბები