07 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
სახალხო მღელვარება თურქეთში - ერდოღანი საერთაშორისო ორგანიზაციებს აკრიტიკებს 

თურქეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ათასობით მოქალაქე სტამბოლში, ანკარაში და სხვა ქალაქებში რეფერენდუმის შედეგების გასაპროტესტებლად გამოვიდა.

სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს 14 დემონსტრანტი - ხელისუფლებამ კი მიიღო გადაწყვეტილება კიდევ 3 თვით გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა.

პრეზიდენტის საწინააღმდეგო ლოზუნგებით მოძრაობა არას მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობა სტამბოლის სამ რაიონში მოაწყეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კენჭისყრა დარღვევებით ჩატარდა. პოლიციელებს მათთვის ხელი არ შეუშლიათ, თუმცა მომიტინგეებს მოუწოდეს შეურაცხმყოფელი ლოზუნგების სკანდირებისგან თავი შეეკავებინათ.

რეფერენდუმის საბოლოო შედეგები 12 დღიან ვადაში გამოცხადდება. თუმცა, წინასწარი მონაცემით 51 / 49 ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეებმა გაიმარჯვეს. ოპოზიციამ ხელისუფლება ხმების გაყალბებაში დაადანაშაულა. კენჭისყრის პროცესი გააკრიტიკეს საერთაშორისო დამკვირევებლებმაც, თუმცა პრეზიდენტი მათ შეფასებებს არ იზიარებს. ერდოღანი ეუთოს წარმომადგენლებს მიმართავს - „იცოდნენ საკუთარი ადგილი.“

თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები „უსირცხვილოდ“ ცდილობენ რეფერენდუმს ჩრდილი მიაყენოთ.

თურქეთის ლიდერმა უკვე მიიღო მილოცვა შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან. დონალდ ტრამპსა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და გავრცელებული ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თურქ კოლეგას სირიის საჰაერო ოპერაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, გიორგი ბოჟაძე

დღის ამბები