07 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
რუსეთის სპეცსამსახურებმა სანქტ პეტერბურგის ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავეს

რუსეთის სპეცსამსახურებმა სანქტ პეტერბურგის ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავეს. წარმოშობით ყირგიზი, 27 წლის აბრორ აზიმოვი სამართალდამცველებმა მოსკოვის ოლქში აიყვანეს. ის მეტროში მომხდარი ტერაქტის მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევა.

გამოძიების ინფორმაციით, აზიმოვი პირადად წვრთნიდა თვითმკვლელ ტერორისტს, რომელმაც მეტროში აიფეთქა თავი.

დაკავებისას ეჭვმიტანილს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა. მედიის ცნობით, აზიმოვი 4 წლის წინ ჩავიდა რუსეთში და წლების განმავლობაში იმავე კაფეში მუშაობდა, სადაც საქმეზე დაკავებული კიდევ ორი ბრალდებული. გამოძიებას მეტროს ტერაქტის საქმეზე სულ 8 ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული.

დღის ამბები