07 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
დონალდ ტრამპმა პენტაგონს ქვეყნის ბირთვული პოტენციალის შეფასება დაავალა

დონალდ ტრამპმა პენტაგონს ქვეყნის ბირთვული პოტენციალის შეფასება დაავალა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ უნდა დაადგინოს რამდენად შეესაბამება ამერიკის ბირთვული არსენალი თანამედროვე საფრთხეებს.

სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, შემოწმებისას ყურადღება მიექცევა ისეთი ქვეყნების მხრიდან არსებულ საფრთხეებს, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილო კორეა.

შემოწმების შედეგებს პენტაგონი პრეზიდენტს წლის ბოლომდე წარუდგენს, მანამდე კი დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიდევ ერთხელ გააფრთხილა.

დღის ამბები