07 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ლონდონის ღამის კლუბში თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ლონდონის ღამის კლუბში თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, კლუბში, სადაც 600-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მჟავის მაგვარი ძლიერმოქმედი ტოქსიკური ნივთიერება გავრცელდა.

შედეგად შენობაში პანიკა დაიწყო. ხალხის ევაკუაცია ადგილზე მისულმა პოლიციამ განახორციელა.

ძალოვანების განცხადებით, რამდენიმე დაშავებულს სერიოზული დამწვრობები აღენიშნება. გამოძიება ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს.

სამართალდამცველების ვერსიით, ნივთიერებით სავსე ქილა ერთ-ერთმა მამაკაცმა ჩხუბის დროს მოწინააღმდეგეს ესროლა.

დღის ამბები